45,00 ₾
ალკოჰოლური ხელსახოცები სწრაფი დეზინფექციისთვის
ეთანოლის სპირტზე დაფუძნებული სწრაფი სადეზინფექციო ხელსახოცები არაინვაზიური სამედიცინო მოწყობილობებისა და სპირტზე რეზისტენტული ზედაპირებისათვის. ბაქტიციდი შეიცავს სამ ძლიერ სადეზინფექციო საშუალებას — ალკოჰოლსა და ამონიუმის ორ სხვადასხვა ოთხჯერად ნაერთს, რის საშუალებითაც იგი ადვილად შედის რეაქციაში და უფრო სწრაფ ეფექტს ახდენს ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. მას აქვს ფართო ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული ეფექტი: ანადგურებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს (მათ შორის Mycobacterium terrae), ვირუსებს (მათ შორის HBV, HIV, HCV, ყვავილი, ჰერპესის ვირუსი, ადენოვირუსული ინფექციები, Rota) და სოკოს.
ხელსახოცები უხაოა, უქსოვადი და არ შეიცავს ცელულოზას. ზედაპირის ჩამორეცხვა საჭირო არ არის: ხელსახოცი არ ტოვებს ბოჭკოებს და არ ცვლის ზედაპირის იერსახეს.
სწრაფი დეზინფექციის ეფექტური საშუალება ისეთი ზედაპირებისთვის, როგორიცაა საოპერაციო მაგიდები, საკაცეები, პაციენტის სავარძლები, საავადმყოფო და სამშობიარო საწოლები, ინვალიდის ეტლები და სანიტარული საჭიროების საგნები.
გახსენით სახურავის სარქველი და ამოიღეთ ხელსახოცი პერფორაციამდე; მოხევის შემდეგ მაშინვე დახურეთ სარქველი, რომ ხელსახოცები არ გაშრეს
გაწმინდეთ ზედაპირი ისე, რომ მთლიანად და თანაბრად დასველდეს
მოქმედების დრო — 30 წამი
ხილული დაბინძურების შემთხვევაში ზედაპირი ჯერ გაწმინდეთ სარეცხი საშუალებით და გააშრეთ
დეზინფექციის მოკლე დრო
აორთქლების დრო — 10-15 წამი
მიკროფლორის სწრაფი აღდგენა
EN 1040, EN 1275, EN 1276, EN 1650, EN 13624, EN 13697, EN 13727, EN 14348, EN 14476, EN 16615
ესტონეთი
აირჩიეთ ზომა
სერტიფიცირებული ხარისხი
სამედიცინო სტანდარტები
სწრაფი მიწოდება
მთელ საქართველოში
ექსპერტ მხარდაჭერა
დახმარება სწორი არჩევანისთვის